პრაქტიკული მენეჯმენტი

პროგრამა საინტერესოა მოქმედი და მომავალი მენეჯერებისთვის, კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული პირებისთვის, სტარტაპებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს პოპულარული მენეჯმენტის მარტივად და იოლად გასაგები ფორმებით შესწავლას.

კურსის მიზანია კერძო ბიზნესში მენეჯმენტის ეფექტურად, შედეგზე ორიენტირებული ამოცანებით განხორციელება, თანამშრომლებთან ურთიერთობის, გუნდის შერჩევის ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა დელეგირების პროცესის გამარტივება, ბიუჯეტში გარკვევა და ბუღალტერიის უმარტივესი ამოცანების შესრულება,  თანამშრომლების მუშაობის შეფასება, მორალური და მატერიალური წახალისების სისტემის სამართლიანი გამოყენება.

პროგრამის კომპონენტები

  • მენეჯმენტის სხვადასხვა სტილის განსაზღვრა. სწორი მენეჯმენტი. მენეჯმენტის ახალი ფუნქციები. პირველი ნაბიჯები მენეჯერობისკენ.
  • ლიდერობის მთავარი შტრიხები.
  • დადებითი შედეგების მართვა. მოტივაცია თანამედროვე გაგებით.
  • ჩართული პერსონალის მნიშვნელობა. მკაფიო და მყარი მიმართულებების ჩამოყალიბება. კომუნიკაციის გზების ფორმირება. თანამშრომლების ჩართვა და ინიციატივების წახალისება.
  • სასურველო კანდიდატის მახასიათებლების განსაზღვრა. დაქირავების ტრადიციული გზები. ინტერნეტის ძალის გამოყენება. სამართლებრივი რისკები.
  • გონივრული ამოცანების განსაზღვრა. მიზნების დასახვა: ნაკლები არის მეტი.
  • უფლებამინიჭებული გუნდების უპირატესობების აღიარება. მენეჯერის დროის გამონთავისუფლება. უფრო სწრაფად და ეფექტურად მოქმედების გზები.
  • ვირტუალური თანამშრომლების მართვა. სივრცის შექმნა ახალი ტიპის თანამშრომლებისათვის. დისტანციური მართვა. სხვადსხვა ცვლაში მომუშავეთა მართვა.
  • მიზნების საქმედ ქცევა. მომუშავეთა სწრაფი უკუკავშირის სისტემა.
  • თაიმ-მენეჯმენტი. შესრულების შეფასებისა და მონიტორინგის დანერგვა პრაქტიკაში.
  • დელეგირება- მენეჯერის საუკეთესო ინსტრუმენტი.
  • ურთიერთობები – მიზნების ქვაკუთხედი. დაწერილი სიტყვის ძალის გამოყენება. კითხვა სტრიქონებს შორის. ინფორმაციის გადამოწმება.
  • საქმიანობის შემოწმება.
  • პიარი და მარკეტინგი
  • ბიუჯეტი. ბიუჯეტის შედგენა. ბიუჯეტით მანევრირება.
  • ყველაზე გავრცელებული ფინანსური ანგარიშები. საბალანსო, მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები.
  • ტექნოლოგიების უპირატესობები და ნაკლოვანებები.
  • სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა პრაქტიკაში.
  • თანამშრომელთა გათავისუფლება.
  • რჩევები ახალბედა მენეჯერებს.

სწავლის ხანგრძლივობა – 3 თვე

პროგრამის სრული ღირებულება – 825 ლარი (275 ლარი თვეში)

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ხანგრძლივობა 2-2 აკადემიური სთ), საღამოს საათებში (19:00 სთ-დან) ან კვირაში ერთხელ (ოთხივე აკადემიური საათი (3 სრული საათი) ერთად).

კურსის ბოლოს, შესაბამისი საგამოცდო ნამუშევრების წარდგენის საფუძველზე, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

პროგრამაზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინგანაცხადის ფორმა ბმულზე:  ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge

აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პროგრამაზე აკეთებთ განაცხადს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე: (+995) 577 65 19 09