ჟურნალისტიკის პრაქტიკული კურსი (პრესა, რადიო, ტელევიზია)

კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და არგუმენტირებულად გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად) ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ტექსტზე მუშაობა  და მისი სტილისტურად გასწორება, სიუჟეტის დაგეგმვა და ა.შ.

პროგრამის ხელმძღვანელი: გოდერძი შარაშია

კურსის ფარგლებში შესასწავლი საკითხები

  • ჟურნალისტიკის არსი და ისტორია (პრესა, რადიო, ტელევიზია)
  • პუბლიცისტური ჟანრები
  • ფოტოხელოვნება და ჟურნალისტიკა
  • ბაზრის შესწავლა, აუდიტორიის განსაზღვრა, რესპონდენტის შერჩევა
  • მოვლენის, ფაქტის ანალიზი და ჟურნალისტური შეფასება
  • თემების მოძებნის მეთოდები, კითხვების დასმა და პრობლემების განსაზღვრა. პრობლემის ჩამოყალიბება.
  • რეპორტიორი, საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი, ჯგუფური მუშაობა და ინფორმაციის მოძიების გზები (პრესა, სააგენტოები, ინტერნეტი, არქივი,)
  • წყაროებზე მუშაობა. მეორადი წყაროების გამოყენება. კრიტიკული  შეკითხვა.  როგორ დავამუშავოთ  ბევრი   ინფორმაცია, სწრაფი კითხვა.
  • რა დროს გამოვიყენოთ და როგორ უნდა მივუთითოთ სხვისი ნაშრომი. წყაროების, გამოცემების მითითება, არქივი და მისი გამოყენების სპეციფიკა.
  • მოვლენისთვის სახელის დარქმევა, ინფორმაცის შემცირება და დასათაურება.
  • პუბლიკაციის, სიუჟეტების, გადაცემების, პროგრამების მომზადება
  • სხვადასხვა სატელევიზიო და რადიოჟანრების პროგრამების წაყვანა
  • პირდაპირი ეთერი
  • საინფორმაციო გამოშვების მომზადება. ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება-მიწოდება
  • მედიამენეჯმენტი და მედიაპროდიუსინგი
  • ტელე-რადიო სარეკლამო ბიზნესი
  • თემის პირდაპირ ეთერში წარდგენა. აუდიტორიისთვის მოვლენის  აქცენტირებულად მიწოდება.
  • თემის მოძებნა და მისი წარდგენა დილის პრეზენტაციაზე, კითხვების შედგენა  და პრობლემების განსაზღვრა. გადასაღები  მასალის ჯგუფზე გადანაწილება, ვინ უნდა იმუშაოს სიუჟეტზე: (ინფორმატორი, ოპერატორი, პროდიუსერი, არქივი, რეგიონალური კორესპონდენტი)
  • დიდი მოვლენის მოკლედ გაშუქების სპეციფიკა, სენსაცია- სკანდალი და მათი გამოყენება მთავარ ამბებში
  • ინტერვიუს ჩაწერის ფორმები და ხანგრძლივობა. გად-სინქრონი,  სთენდაფი.
  • ინფორმაციის წყაროების გადამოწმება, შეზღუდვები და აკრძალვები ინფორმაციის მიღება გავრცელებისას, არგუმენტები საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
  • აუდიტორიის გათვალისწინება ტექსტის წერის დროს და მისი ჩართვა მოვლენებში.
  • ვიზუალური აზროვნება, მოვლენის ამსახველი მთავარი აზრი და სიტყვა სიუჟეტისთვის, საინფ. გამოშვების დაგეგმვა  ეწ. (ვიორსტკა)
  • რესპოდენტის შერჩევა, შეკითხვები თემატური და მოვლენითი სიუჟეტებისთვის ჩასაწერ რესპოდენტებთან.
  • უკომენტარო მასალა, ექსკლუზიური და სკანდალური   კადრები, რომელიც ეთერში არ უნდა გავიდეს (არაეთიკური    მასალა)
  • მოვლენის ეპიცენტრის აღწერის საშუალებები ( კადრები, რესპოდენტები, რუქა და გრაფიკა)
  • კონფიდენციალური ამბების გაშუქება, სასამართლოს და ექსპერტიზის დასკვნების პასუხების და სოცილოგიური  კვლევების გამოყენება.
  • ქვეყნისთვის ისტორიული და ტრადიცული ამბების გაშუქება
  • სახეობები და მისი დანიშნულება.
  • “ლაივ სინქრონი“ „პერეგონი-გადაგორება“
  • ტელე-რადიოწამყვანის ოსტატობა
  • პრაქტიკული ვარჯიშები

პროგრამა ითვალისწინებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს ოპერატორების ჯგუფთან!!!

სწავლის ხანგრძლივობა – 6 თვე

კურსის სრული ღირებულება – 1650 ლარი (275 ლარი თვეში)

გოდერძი შარაშიას ლექციები – 3 აკადემიური საათი – ჩატარდება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში.

კვირაში ერთი დღე თანმიმდევრულად დაეთმობა:

  • მეტყველების გაკვეთილებს (ტრენერი: ეთერ მონასელიძე) – 4 შეხვედრა – 2-2 სთ
  • ბეჭდურ/ონლაინ მედიას  (ტრენერი:  ქეთევან ბაჭველიშვილი) – 8 შეხვედრა -2-2 სთ
  • პრაქტიკულ დავალებებს (სტაჟირებას) პროგრამის დასრულებამდე

თვეში ერთხელ ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილები ოპერატორებთან და რეჟისორ-პროდიუსერებთან.

სურვილის შემთხვევაში მსმენელებს მიეცემათ ონლაინმედიაში ერთწლიანი სტაჟირების საშუალება.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალები აიტვირთება პორტალზე „Black on White”

კურსის ბოლოს შესაბამისი საგამოცდო ნამუშევრების წარდგენის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამაზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა  ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge

 აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პროგრამაზე აკეთებთ განაცხადს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 65 19 09