ჟურნალისტიკის პრაქტიკული კურსი სტაჟირებით

(ონლაინ და ბეჭდური მედია)

კურსი საინტერესოა ჟურნალისტიკით (მათ შორის, სპორტული ჟურნალისტიკით), ბლოგერობით და ქოფირაითინგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის (ხდება სეგმენტაცია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით)

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და  პრაქტიკულ სწავლებას და პარალელურ სტაჟირებას ონლაინჟურნალებში: Black on White და სპორტერo (სპორტული ჟურნალისტებისთვის) (www.blackonwhite.ge  და www.sporter.ge )

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ჟურნალისტიკის ჟანრებს, გაეცნობიან ონლაინ და ბეჭდურ მედიაში მუშაობის სპეფიციკას, გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოპოვების და რესპონდენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და შექმნიან პუბლიკაციებს, რომელიც ზემოხსენებულ მედიაპლატფორმებზე აიტვირთება. ასევე, ისწავლიან ბეჭდური გამოცემისთვის აუცილებელ ნიუანსებს, ჟურნალისა და გაზეთის აწყობა-დაკაბადონების ხერხებს და შექმნიან საკუთარ ბეჭდურ გამოცემას (გაზეთს ან/და ჟურნალს).

მსმენელები შეძლებენ პუბლიკაციების მომზადებას და განთავსებას იმ ორგანიზაციის (სკოლის, უნივერსიტეტის და ა.შ.) ან/და იმ ინდივიდების  აქტივობების შესახებ, რომელთანაც/რომლისთვისაც მუშაობენ ან/და ურთიერთობენ.

პროფესიული პროგრამის გარდა, კურსი ითვალისწინებს მეტყველების კულტურის, საიტის ადმინისტრირებისა და სოციალური მედიამენეჯმენტის შესწავლასაც.

მსმენელებს მიეცემათ ტელეჟურნალისტიკის რამდენიმე მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობაც.

პროგრამის დასასრულს, შესაბამისი ინდივიდუალური და ჯგუფური საგამოცდო ნამუშევრის წარდგენის საფუძველზე, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

პროგრამის ღირებულება 150 ლარი (1 თვე)

ხანგრძლივობა –  6 თვე (3 თვე ლექციები, 3 – სტაჟირება)

მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ 3 აკადემიური საათი.  დავალების შესასრულებლად (ინტერვიუს ჩასაწერად, პორტრეტის შესაქმნელად, სიახლეების მოსაძიებლად და ა.შ.) მსმენელს ეძლევა 1 კვირა.

გადახდა წარმოებს წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური ან ერთიანი (წინასწარი შენატანის) სახით.

მიღება წარმოებს გასაუბრება-ტესტირების საფუძველზე.

პროგრამაზე ჩასაწერად საკმარისი ონლაინგანაცხადის შევსება (იხ. ბმული: https://nextlevel.ge/რეგისტრაცია), ან მონაცემების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ტელ:  (+995) 577 65 19 09

ან ეწვიეთ ვებგვერდს: www.nextlevel.ge