როგორ შევქმნათ უნიკალური HR სისტემა ჩვენი ორგანიზაციისთვის – ვორქშოფი

ტრენინგცენტრი „ნექსთ ლეველი“  ვორქშოფების კვირეულის ფარგლებში გთავაზობთ ძალიან საინტერესო  მასტერკლასს თემაზე „როგორ შევქმნათ უნიკალური HR სისტემა ჩვენი ორგანიზაციისთვის.

ვორქშოფი საინტერესოა მოქმედი და მომავალი HR მენეჯერებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, დასაქმებულებისთვის ან/და  დასაქმების მსურველებისთვის.

ვორქშოფი ეფუძნება მონაწილეების მიერ წარმოდგენილ ქეისებს, მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და სისტემის აწყობის ეფექტურ მეთოდებს.

მენტორი და მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი შეცდომებსა და წარმატებების ისტორიებს, განიხილავენ რეალურ ქეისებს და მისცემენ ერთმანეთს საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ვორქშოფი წარიმართება დისკუსიის რეჟიმში მონაწილეთა ინტერესების და მათ მიერ წარმოდგენილი ქეისების გათვალისწინებით.

დისკუსია, შესაძლოა, შეეხოს შემდეგ საკითხებს

  • HR-ს როლი ორგანიზაციის განვითარებაში – ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოს აღწერა და ანალიზი
  • HR-ის კვლევითი სამუშაოების მნიშვნელობა
  • სტრატეგიის განსაზღვრა/ სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • ტრანსფორმაციული ლიდერობის მნიშვნელობა, ფსიქოდინამიური მიდგომა
  • შრომის ორგანიზაციული და სამართლებრივი ღირებულებები
  • 8 კანონი, რომელიც ყველა ეიჩარმა უნდა იცოდეს
  • თავისუფლების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და ზნეობრივი პრინციპების მნიშვნელობა
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია
  • ემოციური და სულიერი ინტელექტი და წარმატებული ადამიანების 7 უნარი
  • ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო დისციპლინა და ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნება
  • პერსონალის კარიერული განვითარება, მოტივაცია
  • შეფასების პროცედურები და მეთოდები
  • მოტივაციის სახეები და პრიორიტეტული ღირებულებები
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება
  • ადამიანური რესურსის დაგეგმარება და უწყვეტი ციკლი
  • ადმინისტრირება
  • დაშვებული შეცდომების ანალიზი

(სასაუბრო თემატიკა და მომდევნო დღის მასტერკლასი დამოკიდებულია ვორქშოფის მონაწილეთა ქეისებსა და საჭიროებებზე)

მენტორი: მედეა ჯინჯიხაძე – ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“-ს HR მენეჯერი

რას გთავაზობთ?

  • თქვენივე საქმეზე (პროდუქტზე) ორიენტირებულ მასტერკლასებს სფეროს ექსპერტებისგან;
  • საკუთარი ქეისების განხილვაზე ორიენტირებულ ვორქშოფს;
  • ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების და რჩევების ან/და რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას;
  • განსხვავებულ, არაფორმალურ გარემოს და დისკუსიას ახალ პერსპექტივებზე.

ვორქშოფის მიმდინარეობა

I დღე – გაცნობა, ექსპერტ(ებ)ის მასტერკლასი, საკუთარი პროდუქტის წარდგენა, დისკუსია, პრაქტიკული დავალება
II დღე – პრაქტიკული დავალების პრეზენტაცია/განხილვა, კითხვა-პასუხი, დისკუსია, შეფასება და შემაჯამებელი მასტერკლასი ექსპერტებისგან, უკუკავშირი

ვორქშოფის ხანგრძლივობა – 6 სთ (ნაწილდება 2 დღეზე)
ვორშქოფის ღირებულება – 250 ლარი (ფასში შედის ფურშეტიც)
მისამართი: მიხეილ ბურძგლას 72. კრიპტო კაფე საქართველო
დასაწყისი: 27-28 ივლისი, 19:00 სთ

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://nextlevel.ge/რეგისტრაცია
ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 65 19 09

ცნობისთვის

ვორქშოფების კვირეული 27-ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა აგრობიზნესი, ეიჩარ მენეჯმენტი, გაყიდვების ტექნიკა, მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურა და მომავლის პროფესიები.

თითოეულ მიმართულება სრულად ეფუძნება მონაწილეთა ქეისების განხილვასა და ექსპერტების პრაქტიკულ გამოცდილებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ მაგ.: გაყიდვების ტექნიკის ვორქშოფის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს არა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გაყიდვების ტექნიკაზე, მომხმარებელთან ურთიერთობაზე ან/და მოსალოდნელ შედეგებზე, არამედ პრაქტიკულ რჩევებს ექსპერტებისა და სხვა მონაწილეებისგან კონკრეტულად მისი პროდუქტის გაყიდვის პოტენციალის და შესაძლო პრიორიტეტული მეთოდოლოგიის შესახებ.

რა კავშირშია ერთმანეთთან ზემოაღნიშნული მიმართულებები?

ნებისმიერი ბიზნესი მოითხოვს ადამიანურ რესურსს (კადრების სწორად შერჩევას და მათ წახალისებას, დოკუმენტაციის წარმოებას, ორგანიზაციის და თანამშრომლის ინტერესების გასათვალისწინებლად კანონების ცოდნას და გამოყენებას) და მათ მიერ შექმნილი პროდუქტის გაყიდვას. აგრობიზნესი კი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად,  რომელიც სპეციფიკურ ცოდნას და სწორ განვითარებას მოითხოვს.

შეუძლია თუ არა მონაწილეს აირჩიოს მისთვის საინტერესო ერთი ან ორი ვორქშოფი?

მსმენელი რეგისტრირდება მისთვის საინტერესო ერთ, ორ ან ყველა მიმართულებაზე.

ორის არჩევის შემთხვევაში იღებს 15%-იან, სამის შემთხვევაში – 25%-იან, ხოლო ყველას არჩევის შემთხვევაში – 30%-იან ფასდაკლებას.

დაგეგმილი ვორქშოფები

27-28 ივლისიHR მენეჯმენტი – როგორ შევქმნათ უნიკალური HR სისტემა

29-30 ივლისიროგორ ავაწყოთ აგრობიზნესი – ტექნოლოგიური რუკა და ციფრული სოფლის მეურნეობა

31 ივლისი -1 აგვისტოTS + DS + PR + NM = SS – როგორ იშიფრება გაყიდვების უნივერსალური ფორმულა და როგორ გამოვიყენოთ ნეირომარკეტინგი გაყიდვებში, ანუ როგორ გავყიდოთ საკუთარი პროდუქტი

2 აგვისტორა შესაძლებლობები შექმნა პანდემიამ და როგორ მივიღოთ პრობლემისგან სარგებელი – მომავლის პროფესიები, ანუ აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენივე თავის საკეთილდღეოდ უნდა გადავდგათ

ვორქშოფების ჩატარების დრო და ადგილი

მიხეილ ბურძგლას 72, კრიტპოკაფე საქართველო, 19:00 სთ

ვორქშოფის ღირებულება (2 დღე, 6 (3-3) საათი) – 250 ლარი
ორი ვორქშოფი (4 დღე) – 425 ლარი
სამი ვორქშოფი (6 დღე) – 562,50 ლარი
ვორქშოფების კვირეულის ღირებულება სრულად (7 დღე, 21 სთ) – 630 ლარი

ფასში შედის ფურშეტიც!

გადახდა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში!

პანდემიასთან დაკავშირებული რემომენდაციების გათვალისწინების გამო, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.nextlevel.ge

👉 ან დაგვიკავშირდით ტელ: 577 65 19 09

👉 ელ.ფოსტა: info@nextlevel.ge