ოპერატორის ხელოვნება

    პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს:  დაეუფლებიან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობისა და ჟურნალისტებთან (ან პროდიუსერებთან)  ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან გადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესებს,  შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ისწავლიან ლაბორატორიულ-სტუდიურ საქმიანობას, ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტის დაგეგმვა-მართვას, სატელევიზიო სიუჟეტისა და ვიდეორგოლის დამზადებას, გაეცნობიან ტელე და რადიო მონტაჟის სპეციფიკას და ა.შ.

    პროგრამის კომპონენტები და შესასწავლი საკითხები

    1. კადრის კომპოზიცია
    2. ვიდეო კამერის ტექნიკური შესწავლა
    3. განათების ხელოვნება
    4. ვიდეოფორმატები
    5. გუნდური მუშაობა
    6. საინფორმაციო პროგრამაზე მუშაობის ხერხები
    7. გადაღების ადგილის შერჩევა ლოკაციები
    8. ურთიერთობა გადამღებ ჯგუფთან
    9. სტუდიური გადაღებები
    10. ვიდეომონტაჟი
    11. ჟურნალისტიკა და ოპერატორის ხელოვნება

    მსმენელის მიერ  შექმნილი მასალა გამოქვეყნდება პორტალზე www.blackonwhite.ge

    პროგრამის ხანგრძლივობა- 6 თვე

    ღირებულება – 1650 ლარი (275  ლარი თვეში)

    ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ საღამოს საათებში.

    გადახდა წარმოებს წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.

    კურსის ბოლოს საგამოცდო ნამუშევრის წარდგენის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.

    სასწავლო პროგრამაზე  ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა  ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 65 19 09

    0
    0 FacebookTwitterPinterestEmail