PR მენეჯმენტის პრაქტიკული კურსი

პროგრამის ხელმძღვანელი: ეთერ მონასელიძე

პროგრამის კომპონენტები:

  • PR სამსახურის რაობა და მუშაობის პრინციპები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაკის ფუნქცია და როლი კომპანიაში;
  • კვლევისა და მედიის როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
  • კონფლიქტის მართვის საფუძვლები: რისკისა და კრიზისული სიტუაციებისთვის თავის გართმევის გზები;
  • პიარკამპანიის დაგეგმვის და პიარმასალების ეფექტურად და ხარისხიანად შედგენის მეთოდები;
  • პრესრელიზების წერის ტექნიკა + პრაქტიკული სავარჯიშოები
  • შავი PR
  • პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა
  • ბონუსი – მეტყველების კულტურა 

სასწავლო პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მსმენელები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზისურ ტექნიკას და განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა პიარპრობლემების იდენტიფიცირება, გაანალიზება, დაგეგმვა, მართვა და შეფასება.

ლექციურ ნაწილთან ერთად დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.

პროგრამის დასასრულს კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პიარსაქმიანობის დაგემვა და განხორციელება სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესსექტორში.

ხანგრძლივობა: 3 თვე (48 საათი)

ღირებულება – 825 ლარი (275 ლარი თვეში)

 კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი

პროგრამაზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა  ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: registration@nextlevel.ge

 აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პროგრამაზე აკეთებთ განაცხადს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 65 19 09